ავსტრიაში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, ორშაბათიდან სრული ლოკდაუნი დაწესდება
ავსტრიაში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, ორშაბათიდან სრული ლოკდაუნი დაწესდება

ავსტრიაში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, ორშაბათიდან სრული ლოკდაუნი დაწესდება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ავსტრია დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ამ შემოდგომით ლოკდაუნის ხელახლა გამოცხადდება. ამასთან, ავსტრიაში იგეგმება, რომ თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

„ჩვენ ვერ დავარწმუნეთ ხალხის საკმარისი რაოდენობა, რომ ვაქცინა გაეკეთებინათ. მტკივნეულია, კვლავ გვიწევს ასეთი ზომების მიღება“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, ალექსანდერ შალენბერგმა.

მედიასშუალების ცნობით, ამჟამად სრულად ვაქცინირებულია ავსტრიის მოსახლეობის ორი-მესამედი, რაც დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ორშაბათს ავსტრიის ხელისუფლებამ გამოაცხადა ლოკდაუნი არავაქცინიებული მოქალაქეებისთვის, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ რეკორდულ ნიშნულზეა.

გუშინ სრული კარანტინის დაწესების შესახებ ავსტრიის ორმა ფედერალურმა მიწამ ზალცბურგმა და ზემო ავსტრიამ გამოაცხადეს, სადაც ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდება.