ავსტრიაში კარანტინი, სავარაუდოდ 8 თებერვლამდე გახანგრძლივდება
ავსტრიაში კარანტინი, სავარაუდოდ 8 თებერვლამდე გახანგრძლივდება

ავსტრიაში კარანტინი სავარაუდოდ 8 თებერვლამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ფედერალური და რეგიონული მთავრობების მოლაპარაკებების შემდეგ გახდა ცნობილი. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში დაწესებული შეზღუვები 24 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, ავსტრიაში ვირუსუს დღიური შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალია იმისთვის, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვები შემსუბუქდეს.

ავსტრიის მთავრობას დღეს პრესკონფერენცია აქვს დაგეგმილი, სადაც შეზღუდვებთან დაკავშირებული შემდეგი ნაბიჯები უნდა განიხილოს.

ქვეყანაში, სადაც 8.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კარანტინი უკვე მესამედ არის დაწესებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ავსტრიაში კორონავირუსის 390 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი. პანდემიამ, თითქმის შვიდი ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.