ავსტრიაში, კანცლერის ოფისთან დემონსტრაცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ
ავსტრიაში, კანცლერის ოფისთან დემონსტრაცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ

ავსტრიაში კანცლერის ოფისის წინ დემონსტრაცია მიმდინარეობს.

ვიცე-კანცლერის, ჰაინც-კრისტიან შტრახეს გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილი ათასამდე აქტივისტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარტია „თავისუფლების“ და „სახალხო პარტიის“ კოალიცია უნდა დაიშალოს.

17 მაისს გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა“ ავსტრიის ვიცე-კანცლერის და რუსი ოლიგარქის საიდუმლო შეხვედრის ვიდეო გავრცელა. ვიდეოჩანაწერში ჰაინც-კრისტიან შტრახე რუს ინვესტორს პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა კონტრაქტების გაფორმებას პირდება.

ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ ვიცე-კანცლერმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და პარტია „თავისუფლების“ ლიდერობაზე უარი განაცხადა.