ავსტრიაში გამოავლინეს ქსელი, რომელმაც ქვეყანაში 700-ზე მეტი არალეგალი შეიყვანა
ავსტრიაში გამოავლინეს ქსელი, რომელმაც ქვეყანაში 700-ზე მეტი არალეგალი შეიყვანა

ავსტრიის პოლიციამ გამოავლინა ქსელი, რომელმაც ქვეყანაში 700-ზე მეტი ადამიანი არალეგალური გზებით შეიყვანა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ქვემო ავსტრიის პოლიციის წარმომადგენლის, იოჰან ბაუმშლაგერის თქმით, ამ ადამიანების უმეტესობამ გერმანიისკენ გააგრძელა სვლა. აქვე, მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილობრივმა პოლიციამ 15 პირი დააკავა, რომლებსაც ადამიანები სირიიდან, ლიბანიდან და ეგვიპტიდან გადაჰყავდათ.

გამოძიების ინფორმაციით, არალეგალური გადაყვანის პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც 16 ნოემბერს სერბეთ-უნგრეთის საზღვრიდან 25 ავტომობილისგან შემდგარი კოლონით 200-დან 300 ადამიანამდე გადავიდა. მათი მარშრუტი გადიოდა სლოვაკეთისა და ჩეხეთის ტერიტორიიდან ქვემო ავსტრიისკენ, სადაც პოლიციამ 14 ავტომობილი გააჩერა. არსებული ცნობებით, მძღოლები მოლდოვაში, უკრაინასა და უზბეკეთში დაიქირავეს და მათ ყოველთვიურად 3 000 ევრომდე ხელფასს სთავაზობდნენ.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ასობით მიგრანტიდან დაახლოებით მესამედმა თავშესაფარი ავსტრიაში მოითხოვა. კიდევ ორი მესამედი კი, გერმანიაში გადავიდა.