ავსტრიაში ევროპის ლიგის მატჩზე მსაჯს თავი გაუტეხეს (ვიდეო)
სკანდალით დასრულდა ევროპის ლიგის მატჩი ავსტრიის ქალაქ გრაცში, სადაც “შტურმი” კვიპროსის აეკ-ს ხვდებოდა. თამაში მეორე ტაიმში 40 წუთით იყო შეწყვეტილი.
მატჩის 78-ე წუთზე, გულშემატკივარმა გვერდით არბიტრს ფრედრიკ კლიუვერს ტრიბუნიდან შუშის ბოთლი ესროლა და თავი გაუტეხა.
გუნდებს მოედნის დატოვებამ მოუწიათ. უეფა-ს წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის გაგრძელება გადაწყდა.
მოგვიანებით, ავსტრიის პოლიციამ შეძლო დამნაშავის დადგენა და დაკავება.
შეხვედრა აეკ-მა 2:0 მოიგო. საპასუხო მატჩი 16 აგვისტოს გაიმართება.
🔥Sturm Graz – AEK Larnaca maçında yardımcı hakemin kafasına bira şişesi fırlatıldı. Oyun durdu. pic.twitter.com/Igm7FegUtu
— SkorAdam (@SkorAdam1) August 9, 2018