ავსტრიაში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა

23:06, 22.12.2017

ავსტრიაში, ვენის მახლობლად ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის შედეგად, გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი. მედია სულ მცირე 17 დაშავებულის შესახებაც იტყობინება.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების 30-ზე მეტი ბრიგადა იმყოფება.

მსგავსი