ავსტრიაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა​
ავსტრიაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა​

​ავსტრიის ფედერაციულ მიწაზე, ქალაქ ტიროლის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულები საავადყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

აფეთქების შემდეგ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ ახლოს მდებარე რამდენიმე სახლი დაზიანდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.