ავსტრიაში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია ძალაში შევიდა
ავსტრიაში დღეიდან „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაცია ძალაში შევიდა. 18 წელზე ზევით ქვეყნის ყველა მოქალაქე ვალდებულია, აცრა გაიკეთოს.
ავსტრიის ხელისუფლების განმარტებით, ვაქცინაცია ეფექტურია მძიმე დაავადებასთან ბრძოლისას და ასევე მომავალში ლოკდაუნების თავიდან არიდებას შეუწყობს ხელს.
ავსტრია პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია ზრდასრული მოქალაქეებისთვის სავალდებულო გახდა. ახალი რეგულაცია ძალაში იქნება 2024 წლის პირველ იანვრამდე.