ავსტრიაში ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი დაიღუპა
ავსტრიაში ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი დაიღუპა

ავსტრიის ალპებში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, გარდაიცვალა მფრინავი, ბორტზე მყოფი ორი ბავშვი კი გადარჩა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საფრენი აპარატი ზალცბურგში, ტყეში ჩამოვარდა. მფრინავის შვილები, ცხრა და 11 წლის გოგონები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი ავსტრიაში გერმანიიდან ჩავიდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შემთხვევის დროს თოვლი და ნისლი იყო, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებდა.