ავსტრია უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ერთ მილიონ ევროს გამოუყოფს

19:40, 07.06.2023
Austria national flag waving in the wind on a deep blue sky. High quality fabric. International relations concept.

Austria national flag waving in the wind on a deep blue sky. High quality fabric. International relations concept.

ავსტრია უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ერთ მილიონ ევროს გამოუყოფს.

როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, თანხას თანაბრად შეიტანენ ავსტრიის საგარეო საქმეთა და კლიმატის დაცვის სამინისტროები.

„უკრაინის ბირთვული ელექტროსადგურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით „რუსული რულეტკა“ საბოლოოდ უნდა დასრულდეს. საერთაშორისო ატომური სააგენტოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მუშაობა ადგილზე და მისი არსებობა ბირთვულ ელექტროსადგურებზე ერთდროულად არის როგორც წინასწარი გაფრთხილების სისტემა, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა.

მისი თქმით, აღნიშნული ერთი მილიონი ევროც სწორედ ადგილზე სააგენტოს წარმომადგენლების მუშაობას მოხმარდება.

მსგავსი