ავსტრია რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
ავსტრია რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ავსტრია რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც რუს ჟურნალისტებს ავსტრიის საგარეო უწყებაში უთხრეს, რუს დიპლომატს ვენის კონვენციის დარღვევაში ედება ბრალი.

მანამდე, ავსტრიულმა გამოცემებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ავსტრიამ პირველად გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად რუსი დიპლომატი, რომელმაც ქვეყნის ტერიტორია პირველ სექტემბრამდე უნდა დატოვოს. ავსტრიელი ჟურნალისტების ცნობით, მას სამრეწველო ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.

კერძოდ, საქმე ეხება ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ კორპორაციას, საიდანაც რუსი დიპლომატი ინფორმაციის მიღებას ავსტრიის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა. ავსტრიის მოქალაქემ რუსი დიპლომატის საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობას თავად აცნობა. რუსეთის მოქალაქემ კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა და დიპლომატიური იმუნიტეტით ისარგებლა.