ავსტრია კოვიდპანდემიის გამო საშობაოდ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას გეგმავს
ავსტრია კოვიდპანდემიის გამო საშობაოდ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას გეგმავს

ავსტრია კოვიდპანდემიის გამო საშობაოდ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას მესამედ გეგმავს. რეგულაციების ფარგლებში, ყველა ის სავაჭრო ცენტრი დაიხურება, რომელიც გასულ კვირას, მეორე კარანტინის გაუქმების ფონზე გაიხსნა.

ახალი შემზღუდველი ზომები ძალაში 26 დეკემბრიდან შევა და 18 იანვრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, სახლიდან გასვლაც შეეზღუდებათ.