ავსტრია ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვას მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისას 14-დღიან სავალდებულო კარანტინს აწესებს
ავსტრია ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვას მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისას 14-დღიან სავალდებულო კარანტინს აწესებს

ავსტრია ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვას მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისას 14-დღიან სავალდებულო კარანტინს აწესებს. მიზეზი ამ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდაა. ინფორმაციას „ალ ჯაზირაავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიაში რამდენიმე ახალი კლასტერი სწორედ რეგიონის ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებს უკავშირდება.

ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცის თქმით, კონტროლი ასევე გამკაცრდება უნგრეთთან და სლოვენიასთან სახმელეთო საზღვარზე.