ავსტრია ანტიკორუფციულ კანონმდებლობას ამკაცრებს
ავსტრია ანტიკორუფციულ კანონმდებლობას ამკაცრებს

ავსტრია ანტიკორუფციულ კანონმდებლობას ამკაცრებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, რეფორმა ითვალისწინებს იმ პოლიტიკოსების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებმაც არჩევნებში გამარჯვებას ქრთამის დამსახურებით მიაღწიეს.

შესაბამისი შესწორებები ავსტრიის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ახალი კანონმდებლობა ძალაში პირველ სექტემბერს შევა. ის ითვალისწინებს პატიმრობას იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც „მანდატს იყიდის“.

„თრანსფერენს ინთერნეშინალი“ აცხადებს, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არ არის საკმარისი. მათი თქმით, გამკაცრებული კანონების მიუხედავად, მაინც რჩება შესაძლებლობა, რომ იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც სახელმწიფო მოხელეებთან არიან დაკავშირებული, შემოწირულობა მიიღონ.

ავსტრიაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის გამკაცრება ე.წ. იბიცაგეითის შემდეგ გადაწყვიტეს. სკანდალი უკავშირდება ავსტრიის ყოფილ ვიცე-კანცლერს, კრიტიან შტრახეს, რომელიც კუნძულ იბიცაზე გადაღებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში რუსი ოლიგარქის ქალიშვილად წარდგენილ ქალს, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმებას hპირდებოდა.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ შტრახეს პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა. კურცის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.