ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე, თევზაობის დროს მამა-შვილმა 50 წლის წინ დაწერილი წერილი იპოვა, რომელიც ბოთლში იყო მოთავსებული
ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე, თევზაობის დროს მამა-შვილმა 50 წლის წინ დაწერილი წერილი იპოვა, რომელიც ბოთლში იყო მოთავსებული

ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე, თევზაობის დროს მამა-შვილმა 50 წლის წინ დაწერილი წერილი იპოვა, რომელიც ბოთლში იყო მოთავსებული.

წერილის ავტორი პოლ გიბსონია, რომელსაც ახლა წერილის მპოვნელი მამა-შვილი ეძებს.

წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ პოლ გიბსონი, როცა ამ წერილს წერდა 13 წლის იყო, რომელიც გემით მოგზაურობდა ინგლისიდან მელბურნის მიმართულებით.

„გთხოვ მიპასუხე“ – ასე სრულდება წერილი. თუ წერილში მითითებული თარიღები სწორია, მაშინ ახლა პოლ გიბსონი 63 წლის უნდა იყოს.