ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ჯულია ბიშოფმა Twitter-ის საშუალებით თავად განაცხადა.

სოციალური ქსელის პირად გვერდზე ქვეყნის პირველმა დიპლომატმა დაწერა, რომ შესაბამისი თხოვნით ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნულ პოსტზე მუშაობა მისთვის დიდი პატივი იყო.

ჯულია ბიშოფი ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2013 წლის სექტემბრის შემდეგ იკავებდა. დიპლომატს თანამდებობის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია.