ავსტრალიის პრემიერმა ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი მოინახულა
ავსტრალიის პრემიერმა ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი მოინახულა

ავსტრალიის პრემიერი უკრაინაში იმყოფება. მან ბუჩა, ირპინი და ჰოსტომელი მოინახულა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში კიევის ოლქის ხელმძღვანელი, ალექსეი კულება წერს.

კულებას განცხადებით, ეს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანიზის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

მისი თქმით, ავსტრალიის პრემიერმა განადგურებული სახლები, ნაღმების აფეთქების კვალი და განადგურებული აეროპორტი „ანტონოვი“ მოინახულა.

„ავსტრალია მხარს უჭერს უკრაინას და აქ ჩადენილი დანაშაულებისთვის სამართლიანი სასჯელის დაწესების მხარდაჭერით გამოდის. მადლობას ვუხდი დელეგაციას კიევის ოლქში განხორციელებული ვიზიტის გამო. ომი უკრაინაში, რომელიც ევროპის ცენტრში მიმდინარეობს, მსოფლიოს დღის წესრიგში უნდა დარჩეს“, – წერს კულება სოციალურ ქსელში.

დატოვე კომენტარი