ავსტრალიის პრემიერი აცხადებს, რომ პარლამენტის სერვერებზე კიბერთავდასხმა სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მთავრობამ განახორციელა
ავსტრალიის პარლამენტის სერვერებზე კიბერთავდასხმა სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მთავრობამ განახორციელა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქსელებზეც მოხდა. თუმცა, პრემიერს არ დაუსახელებია, რომელ ქვეყანაზე აქვს ეჭვი ხელისუფლებას. სკოტ მორისონს არც ის დაუკონკრეტებია, თუ რა სახის ინფორმაციის მიტაცება შეძლეს ჰაკერებმა.
გასულ თვეში ავსტრალიის ხელისუფლებამ კანონმდებლებს მოუწოდა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეეცვალათ კოდური სიტყვები, რომლებსაც ქსელში არსებულ საკუთარ ანგარიშებზე შესასვლელად იყენებდნენ.