ავსტრალიის პრემიერი აცხადებს, რომ ლოს ანჯელესში ავსტრალიელი ჟურნალისტისთვის რეზინის ტყვიის სროლა საშინელი კადრი იყო - „ჩვენ უკვე დავაყენეთ საკითხი აშშ-ის ადმინისტრაციასთან, ეს არ მიგვაჩნია მისაღებად“
ავსტრალიის პრემიერი აცხადებს, რომ ლოს ანჯელესში ავსტრალიელი ჟურნალისტისთვის რეზინის ტყვიის სროლა საშინელი კადრი იყო - „ჩვენ უკვე დავაყენეთ საკითხი აშშ-ის ადმინისტრაციასთან, ეს არ მიგვაჩნია მისაღებად“

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი აცხადებს, რომ ლოს ანჯელესში ავსტრალიელი ჟურნალისტისთვის რეზინის ტყვიის სროლა იყო საშინელი კადრი და ინციდენტთან დაკავშირებით მის მთავრობას კონტაქტი ჰქონდა ამერიკის ადმინისტრაციასთან.

ამასთან, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დილით ესაუბრა რეპორტიორს და ის თავს კარგად გრძნობს.

„თუმცა კადრები საშინელია. ეს იყო კადრები ავსტრალიელი ჟურნალისტის, რომელიც საუკეთესოდ აკეთებს იმას, რასაც ჟურნალისტები აკეთებენ, რაც გულისხმობს არაკომფორტულ გარემოში გამგზავრებას, თუმცა არაგონივრულია იმაზე ფიქრი, რომ ის გახდებოდა რეზინის ტყვიის სამიზნე ლოს ანჯელესში. როგორც კადრებიდან ჩანს, მას ჰქონდა მედიის აღმნიშვნელი მკაფიო ნიშანი. ამგვარად, ჩვენ უკვე დავაყენეთ საკითხი შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან. ჩვენ ეს არ მიგვაჩნია მისაღებად და ვფიქრობთ, რომ მედიის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

ავსტრალიური ტელეკომპანიის, 9 News-ის რეპორტიორს, ლორენ ტომასის ლოს ანჯელესში მიმდინარე არეულობის გაშუქებისას სამართალდამცველმა პირდაპირ ეთერში რეზინის ტყვია ესროლა.