ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ავსტრალიის სამხედრო ბაზის მახლობლად ჭურვი ჩამოვარდა
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ავსტრალიის სამხედრო ბაზის მახლობლად ჭურვი ჩამოვარდა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ავსტრალიის სამხედრო ბაზის მახლობლად ჭურვი ჩამოვარდა.

ენტონი ალბანეზეს თქმით, ჭურვი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ავსტრალიის ალ-მინჰადის ბაზასთან დილით, ადგილობრივი დროით 9:15 საათზე ჩამოვარდა.

„შემიძლია, დავადასტურო, რომ ავსტრალიელი პერსონალი არ დაშავებულა და ყველა უსაფრთხოდ არის. ბაზისკენ მიმავალ გზაზე ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ხანძრის გამო საცხოვრებელი კორპუსი და სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა“, – განაცხადა ალბანეზემ.