ავსტრალიის ნაკრები საქართველოს NBA-ის ათი კალათბურთელით დაუპირისპირდება #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. შეჯიბრება 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. მოსამზადებელ ეტაპზე „ჯვაროსნები“ მსოფლიო პირველობის არაერთ მონაწილეს ეთამაშებიან. გენერალური რეპეტიცია კი 22 აგვისტოს ავსტრალიასთანაა დაგეგმილი.
მწვანე კონტინენტის წარმომადგენელთა მთავარმა მწვრთნელმა ბრაიან გურიანმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის 18-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც NBA-ის 10 კალათბურთელია.
ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ითამაშებს. მისი მეტოქეები იქნებიან ფინეთი, გერმანია და იაპონია.