ავსტრალიის მთავრობა დონბასში მომხდარი კატასტროფის გამოძიებისთვის 50 მილიონ დოლარს გამოყოფს
ავსტრალიის მთავრობა დონბასში მომხდარი კატასტროფის გამოძიებისთვის 50 მილიონ დოლარს გამოყოფს

ავსტრალიის მთავრობა დონბასში მომხდარი МН17 – ის კატასტროფის გამოძიებისთვის 50 მილიონ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777, რომელიც რეისს ამსტერდამიდან კუალალუმპურის მიმართულებით ასრულებდა, დონეცკის ოლქში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს.

კატასტროფის დროს ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ჰოლანდიის, მალაიზიისა და ავსტრალიის მოქალაქეები იყვნენ.

ბოინგის ჩამოგდების საქმეს საერთაშორისო გამომძიებელთა ჯგუფი იძიებს.

მათი ინფორმაციით, თვითმფრინავი ბუკის ტიპის სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში რუსეთიდან ჰქონდათ ჩატანილი.

საგამოძიებო ჯგუფი ავსტრალიის, ბელგიის , მალაიზიის, უკრაინისა და ჰოლანდიის წარმომადგენლებისგან შედგება. რუსეთში კატასტროფასთან კავშირს უარყოფენ.