ავსტრალიის ღია პირველობაზე მარიამ ბოლქვაძე მეორე წრეში მარგარიტა გასპარიანთან დამარცხდა
ავსტრალიის ღია პირველობაზე მარიამ ბოლქვაძე მეორე წრეში მარგარიტა გასპარიანთან დამარცხდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე ორი ქართველი ქალი ჩოგბურთელი გამოდიოდა. ეკატერინე გორგოძე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატ ჟანა ფეტთან 0:2 დამარცხდა.

ამავე ეტაპზე წარმატებულად ითამაშა მარიამ ბოლქვაძემ, რომელმაც ინდოელი კარმან კაურ თანდი ორ სეტში დაამარცხა – 2:0.

მარიამს მეორე წრეში რუსი მარგარიტა გასპარიანი დაუპირისპირდა, რომელმაც ქართველს პირველი სეტი 6:3 მოუგო, მეორე გაცილებით დაძაბული გამოდგა. გასპარიანი 4:2 დაწინაურდა, თუმცა ბოლქვაძემ გეიმებში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 5:5. ანგარიშზე 5:6 მარიამმა მეტოქის მოწოდება მოიგო და გამარჯვებულის გამოვლენა ტაიბრეიკს მიანდო.

ტაიბრეიკი გასპარიანმა 7:3 მოიგო და მომდევნო ეტაპზეც გავიდა, სადაც ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას შეხვდება.