ავსტრალიის ღია IV დღე - ჯოკოვიჩმა ცონგას „მშრალად“ მოუგო
ავსტრალიის ღია IV დღე - ჯოკოვიჩმა ცონგას „მშრალად“ მოუგო

ავსტრალიის ღია პირველობაზე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მამაკაცთა ტურნირის მორიგი სათამაშო დღე დაასრულა, რომელმაც იოლად მოუგო მეორე წრის მატჩი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას.

პირველი ორი სეტის სცენარი ერთნაირი იყო. ჯოკოვიჩი ბრეიკით წინ გასვლას ახერხებდა, ცონგამ ორივეჯერ უკუბრეიკის შესრულება მოახერხა, თუმცა, ტაი-ბრეიკამდე მაინც ვერ მივიდა, რადგან სერბმა ისევ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება.

რაც შეეხება მესამე სეტს, აქ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი იყო, რომელიც მეხუთე გეიმში ჯოკოვიჩმა მოიპოვა და შანსი ხელიდან არ გაუშვა – 6:3, 7:5, 6:4. შეხვედრა ორი საათი და ცხრა წუთი გაგრძელდა.

ნოვაკი 1/16 ფინალში კანადელ დენის შაპოვალოვს შეხვდება, რომელიც ტურნირზე 25-ე ნომრად არის განთესილი.