ავსტრალიის ღია 2022 - ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილებში პირველი წრე წააგო #1TVSPORT
ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა ტურნირზე პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ქართველის პარტნიორი იყო სერბი მიომირ კეჩმანოვიჩი. მათმა დუეტმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია საწყის რაუნდში მეორე ნომრად განთესილ წყვილს, ინდოელი რაჯივ რამისა და ბრიტანელი ჯო სალისბერის შემადგენლობით. რამმა და სალისბერიმ 58 წუთში მოიგეს შეხვედრა – 6:3, 6:3.
ინდოელმა და ბრიტანელმა იდეალურად ითამაშეს საკუთარ გეიმებში – თავიანთ მოწოდებაზე მათ მხოლოდ ოთხი ქულა დათმეს და მეტოქეებს ერთი ბრეიკპოინტის შანსიც არ მისცეს.
აღსანიშნავია, რომ კეჩმანოვიჩს ერთ დღეს ორი მატჩის ჩატარება მოუწია. მანამდე მან ერთეულთა ტურნირის მეორე წრე ითამაშა და სამ სეტში მოუგო ამერიკელ ტომი პოლს.