ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მამაკაცი ზვიგენის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა
ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მამაკაცი ზვიგენის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მამაკაცი ზვიგენის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავსტრალიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილი 33 წლის ავსტრალიელი მამაკაცია. თავდასხმის შედეგად მამაკაცმა კიდურების მძიმე დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, პოპულარულ ტურისტულ რეგიონში ზვიგენის თავდასხმის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. წინა ორი თავდასხმა სექტებერში მოხდა, მაშინ დაშავდნენ 12 წლის გოგონა და 46 წლის მამაკაცი.