ავსტრალიის აღმოსავლეთში ძლიერმა წვიმებმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია
ავსტრალიის აღმოსავლეთში ძლიერმა წვიმებმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია

ავსტრალიის აღმოსავლეთში ძლიერმა წვიმებმა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა და ასობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

წყალდიდობამ განსაკუთრებით ქალაქ სიდნეის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა დააზარალა. სტიქიის გამო დახურულია რამდენიმე მთავარი გზა, სკოლების ნაწილში კი სასწავლო პროცესი ორშაბათიდან შეწყდება. ძლიერი წვიმები ხუთშაბათის შემდეგ გრძელდება.

ავსტრალიის ხელისუფლებამ ახალი სამხრეთ უელსის შტატის 13 რაიონში მოსახლეობა მოსალოდნელი ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ხუთშაბათის შემდეგ დაწესებულებაში 6 000-ზე მეტი ზარი შევიდა, მათგან 700-ზე მეტი წყალდიდობისგან თავის დაღწევაში დახმარების თხოვნას უკავშირდებოდა.