ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე წყალდიდობის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე წყალდიდობის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი წყალდიდობაა. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ძლიერმა წვიმამ სტიქიის ზონაში დააზიანა მაგისტრალები. დატბორილია რამდენიმე ქალაქი. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქვეყნის უდიდეს კაშხალში წყლის დონის კონტროლი შეუძლებელი გახდა, რის გამოც, ავსტრალიის უდიდეს ქალაქ სიდნეიში, მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ სახლების დატოვებისგან.