ავსტრალიელმა მეცნიერმა სიცოცხლე ევთანაზიით, ბეთჰოვენის „სიხარულის ოდას” ფონზე დაასრულა

18:44, 10.05.2018

104 წლის ავსტრალიელმა მეცნიერმა სიცოცხლე საკუთარი ნებით, ევთანაზიის საშუალებით, ბეთჰოვენის „სიხარულის ოდას” ფონზე დაასრულა.

იმის გამო, რომ ავსტრალიაში  კანონი კრძალავს, დევიდ გუდოლის ევთანაზია შვეიცარიის ერთ-ერთ საავადმყოფოში განხორციელდა.

გუდოლი ავსტრალიის უხუცესი მეცნიერი იყო, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად იბრძოდა ევთანაზიის ლეგალიზაციისთვის.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დევიდ გუდოლმა ტელეკომპანია CNN- თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი ცხოვრება ბოლო 5-10 წელია ხალისიანი აღარ იყო. მიზეზად დაასახელა ის, რომ მოძრაობა უჭირდა და მხედველობის პრობლემები ჰქონდა.

„ ჩემ ასაკში ასეა, დილით ვიღვიძებ, ვსაუზმობ, შემდეგ ველოდები როდის მოვა სადილობის დრო. შემდეგ ვსადილობ და ისევ ვზივარ. რა სარგებლობა მოაქვს ამას?”,- განაცხადა გუდოლმა .

მსგავსი