ავსტრალიაში წყალდიდობამ 200-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა

13:59, 10.03.2018

ავსტრალიის ჩრდილოეთით, ქუინსლენდში წყალდიდობამ 200-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა.

უამინდობამ და ძლიერმა წვიმამ მდინარე ჰერბერტის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია.

სტიქიის ზონიდან მოსახლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა, თუმცა რამდენიმე პატარა ქალაქის ინფრასტრუქტურა წყალმა მნიშვნელოვნად დააზიანა.

მსგავსი