ავსტრალიაში ტყის ხანძრისას სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა ათასამდე ადამიანი გადაარჩინეს
ავსტრალიაში ტყის ხანძრისას სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა ათასამდე ადამიანი გადაარჩინეს

ავსტრალიაში ტყის ხანძრის ფარგლებში, სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა ათასამდე ადამიანი გადაარჩინეს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ვიქტორიას შტატში, ქალაქ მალაკუტასთან ხანძრის გამო, ათასამდე ტურისტი და მოსახლე იყო ჩარჩენილი და ადგილის დატოვებას ვერ ახერხებდა. ისინი ავსტრალიის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა გადაარჩინეს, სანაპიროსთან განთავსებულ ორ გემში გადაანაწილეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

რამდენიმე დღის წინ ქალაქის მეორე ნაწილი დატოვა კიდევ 4 ათასმა ადგილობრივმა. სტიქიის ზონაში ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. საავტომობილო გზები ხანძრის შედეგად ჩახერგილია და მაშველებს მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებითა და გეგმებით უწევთ.

მეხანძრეებს მასშტაბური ტყის ხანძრის გაუვნებელყოფაში ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლით ხელს.

ვიქტორიასთან ერთად, სტიქიას ებრძვიან მეზობელი ახალი უელსის შტატშიც, სადაც ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.

სექტემბრის შემდეგ ტყის ხანძრებმა საერთო ჯამში 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ათობით პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიამ 1 300-ზე მეტი სახლი გაანადგურა.