ავსტრალიაში ტყის ხანძრისას ქალმა კოალა გადაარჩინა [ვიდეო]

ავსტრალიელმა ქალმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად კოალა ცეცხლს გადაარჩინა. შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებს ავსტრალიური მედია ავრცელებს. ინციდენტი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მოხდა.

ადგილობრივმა მცხოვრებმა ცეცხლმოკიდებულ ტყეში კოალა შენიშნა, რომელსაც ხანძრის შედეგად უკვე დამწვრობები ჰქონდა მიღებული. მედიის ცნობით, ქალმა, სახელად ტონიმ ტანისამოსი გაიხადა და ცხოველი გაახვია. მოგვიანებით კი, კოალა ახლომდებარე ვეტერინარულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ავსტრალიაში მასშტაბური ხანძარი სიდნეის უახლოვდება. მიმდინარე წელს ხანძრების სეზონის დროს გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, ასობით სახლი კი განადგურდა. წელს ხანძარს 300-ზე მეტი კოალა ემსხვერპლა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში მდებარე პორტ მაკკუარის სპეციალურ ჰოსპიტალში ხანძრის შედეგად დაშავებულ 31 კოალას მკურნალობენ.

ავსტრალიური კოალების ფონდის მონაცემებით, ავსტრალიაში, ველურ ბუნებაში დაახლოებით 43 ათასი კოალაა დარჩენილი. ისინი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების სიაში არიან.

დატოვე კომენტარი