ავსტრალიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
ავსტრალიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ავსტრალიაში კომპანია Sydney Seaplanes-ის თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად ხუთი მგზავრი და ერთი პილოტი გარდაიცვალა.

ტრაგედია ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ახალი სამხრეთ უელსის შტატში დატრიალდა.

როგორც პოლიციაში განმარტეს, თვითმფრინავის მგზავრები ერთ-ერთ რესტორანში გამართული წვეულებიდან სიდნეიში ბრუნდებოდნენ. დაღუპულების ვინაობას სამართალდამცავები ჯერ არ ასჯაროებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებიც.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Sudney Seaplanes-ი სიდნეიში ტურისტულ ფრენებს ახორციელებს. ავიაკომპანიის მომსახურებას სხვადასხვა დროს იყენებდნენ მომღერალი ედ შირანი და მილიარდერი ბილ გეითსი.

მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.