ავსტრალიაში, საცხოვრებელ სახლში ხუთი ცხედარი იპოვეს
ავსტრალიაში, საცხოვრებელ სახლში ხუთი ცხედარი იპოვეს

ავსტრალიაში, საცხოვრებელ სახლში ხუთი ცხედარი იპოვეს. მათ შორის არიან ქალი და ბავშვები.

როგორც პოლიცია იუწყება, სამართალდამცველებმა ცხედრებს ქალაქ პერთში მდებარე სახლში მიაგნეს.

ჯერჯერობით, სამართალდამცავები არ ამხელენ, მოკლულები არიან თუ გარდაცვლილები. ამასთან, გამომძიებლების თქმით, მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მიმდინარეობს გამოძიება.