ავსტრალიაში პოლიციის მანქანას დაეჯახა ფურგონი, რომელშიც 140 მილიონი დოლარის ნარკოტიკები აღმოჩნდა

ავსტრალიაში ნარკოტიკით დატვირთული ფურგონი პოლიციის მანქანას შეეჯახა. ინციდენტის სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა. როგორც ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, ფურგონი პოლიციის განყოფილების წინ ავტოსადგომზე მდგარ პოლიციის მანქანას შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ინციდენტიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს და შემოწმების შედეგად ფურგონში 140 მილიონი დოლარის ღირებულების 273 კილოგრამი მეტანფეტამინი აღმოაჩინეს.

ნარკოტიკი მანქანის საბარგულში მუყაოს ყუთებში იყო მოთავსებული. ფურგონის მძღოლი 28 წლის მამაკაცი დაკავებულია.