ავსტრალიაში მასშტაბურმა ტყის ხანძარმა ათეულობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა
დასავლეთ ავსტრალიაში მასშტაბურმა ტყის ხანძარმა ათეულობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი კონტროლს ჯერჯერობით არ ექვემდებარება.
ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს, რომელიც დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქს 40 კილომეტრში მიუახლოვდა. ხანძრის ლოკალიზებას 200-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.
ქვეყნის ხელისუფლებამ გააფრთხილა მცხოვრებლები, რომ მიუხედავად ქალაქ პერთში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ხუთდღიანი ჩაკეტვისა, თუ ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, მათ უნდა დატოვონ თავიანთი სახლები და უახლოეს ევაკუაციის ცენტრში გაემართონ.