ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მხარდამჭერებს კარგავს
ავსტრალიაში მასშტაბური ხანძრის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მხარდამჭერებს კარგავს

ავსტრალიაში მძვინვარე მასშტაბური ხანძრის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მხარდამჭერებს კარგავს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოსახლეობა სტიქიურ უბედურებაზე ხელისუფლების რეაგირებით უკმაყოფილოა.

ცოტა ხნის წინ სკოტ მორისონი სტიქიის ზონაში ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა, თუმცა ტერიტორია ადგილობრივების უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დატოვა. როგორც ავსტრალიური მედია იუწყება, ხანძართან არასათანადო ბრძოლა 2020 წლის 17 ოქტომბერს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებში სკოტ მორისონის პარტიაზე ნეგატიურად აისახება.

მასშტაბური ტყის ხანძარი ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მძვინვარებს. სტიქიის გამო რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. ცალკეულ დასახლებებში ადგილობრივები ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლებს გემების საშუალებით გაჰყავთ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტყის ხანძარმა საერთო ჯამში 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ათასობით საცხოვრებელი სახლი კი გადაიწვა.