ავსტრალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, სოციალური დისტანცირების ზომები ხელახლა შემოიღონ
ავსტრალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, სოციალური დისტანცირების ზომები ხელახლა შემოიღონ

ავსტრალიაში ბოლო ორი თვის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ქვეყანაში შესაძლოა, სოციალური დისტანცირების ზომები ხელახლა შემოიღონ.

ვიქტორიას შტატში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 75 შემთხვევა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა შტატებს ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გაუსაჯაროებიათ, ვიქტორიაში დაფიქსირებული 75 შემთხვევა 11 აპრილის შემდეგ ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ავსტრალიაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ 20 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

ვიქტორიას შტატში, სადაც ექვსი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შეზღუდვები სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე ძალაში დარჩება.