ავსტრალიაში კორონავირუსის გამო ორ შტატს შორის საზღვარი 100 წლის შემდეგ პირველად ჩაიკეტა
ავსტრალიაში კორონავირუსის გამო ორ შტატს შორის საზღვარი 100 წლის შემდეგ პირველად ჩაიკეტა

ავსტრალიაში ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსის შტატებს შორის საზღვარი ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად ჩაკეტეს. ბოლოს ორ შტატს შორის მიმოსვლა 1919 წელს, „ესპანური გრიპის“ დროს ჩაიკეტა.

შტატებს შორის მიმოსვლა მას შემდეგ აიკრძალა, რაც ვიქტორიას ქალაქ მელბურნში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატება დაფიქსირდა.

ვიქტორიას ადგილობრივი მთავრობის ბრძანებით, მელბურნში 30-მდე უბანში მკაცრი სოციალური დისტანცირების წესები ამოქმედდა, ხოლო ცხრა საცხოვრებელ შენობაში სრული კარანტინია გამოცხადებული.

შტატში „კოვიდ-19“-ის 127 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ასევე ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევაც

„როიტერის“ წერს, რომ ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის 8 500-მდე შემთხვევა ფიქსირდება, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგი მაჩვენებელია, თუმცა მელბურნში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატება საყურადღებოა.