ავსტრალიაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად შემცირდა
ავსტრალიაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად შემცირდა

ავსტრალიაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად შემცირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის მხოლოდ 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე, ქვეყნის შტატებში „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვების შემსუბუქება იწყება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 27 500 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია 907 ადამიანი.