ავსტრალიაში, კინგსკოტის მოსახლეობა სტიქიის ზონის დატოვებას ვერ ახერხებს  
ავსტრალიაში, კინგსკოტის მოსახლეობა სტიქიის ზონის დატოვებას ვერ ახერხებს  

ავსტრალიაში, ქალაქ კინგსკოტის მოსახლეობა სტიქიის ზონის დატოვებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კენგურუს კუნძულზე მძვინვარე ტყის ხანძარი ქალაქთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზებთან გავრცელდა. ამის გამო კინგსკოტის მცხოვრებლები სტიქიის ზონიდან ვერ გადის.

მსგავს შემთხვევებში სამაშველო სამუშაოებში ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები ერთვებიან და მოსახლეობა ბორნების საშუალებით გაჰყავთ.

როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, 10 იანვარი საკმაოდ რთულია, მაღალ ტემპერატურას ძლიერი ქარიც ახლავს. ეს კი, ხანძრის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციას ართულებს. კენგურუს კუნძულთან ერთად, მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს ვიქტორიასა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ  ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას სტიქიის ზონის დატოვებისკენ მოუწოდა.

ავსტრალიაში უკვე სამი თვეა, ტყის მასშტაბური ხანძარია. ამ ხნის განმავლობაში სტიქიას 27 ადამიანი ემსხვერპლა. გადამწვარია 10,3 მილიონი ჰექტარი მიწის ნაკვეთი.