ავსტრალიაში კათოლიკური ეკლესიის კარდინალი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
ავსტრალიაში კათოლიკური ეკლესიის კარდინალი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

ავსტრალიაში კათოლიკური ეკლესიის კარდინალი ჯორჯ პელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს. ის სექსუალური ხასიათის დანაშაულში დამნაშავედ აღიარებული ყველაზე მაღალი რანგის კათოლიკე სასულიერო პირი გახდა.

კარდინალი ჯორჯ პელი ვატიკანის ხაზინადარი და რომის პაპ ფრანცისკეს ყოფილი მრჩეველია.

სასამართლომ დაადგინა, რომ 1996 წელს ჯორ პელმა სექსუალური ძალადობა განახორციელა მელბურნის ტაძრის მომღერალთა გუნდის ორ წევრ 13 წლის ბიჭზე, კარდინალმა ბრალდება არ აღიარა.

როგორც BBC წერს, სასამართლომ განაჩენი ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში გამოიტანა, თუმცა გარკვეული სამართლებრივი მიზეზების გამო, ის ახლა გასაჯაროვდა. პელის განაჩენს სასამართლო დღეს გამოაცხადებს. ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში მის გასაჩივრებას გეგმავენ.

შეგახსნებთ, რომის პაპი ფრანცისკეს ინიციატივით, გასულ კვირას სასულიერო პირების მხრიდან სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ოთხდღიანი კონფერენცია გაიმართა.