ავსტრალიაში ინფექციური დაავადება ლისტერიოზით სამი ადამიანი გარდაიცვალა
ავსტრალიაში ინფექციური დაავადება ლისტერიოზით სამი ადამიანი გარდაიცვალა

ავსტრალიაში ლისტერიოზის ინფექციით სამი ადამიანი გარდაიცვალა, 17 კი დაინფიცირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლისტერიას ბაქტერია ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში, ნესვითა და საზამთროთი გავრცელდა.

ავსტრალიის ჯანდაცვის უწყებასა და საკვების კონტროლის ცენტრში ადასტურებენ, რომ ლისტერიას ბაქტერია ნიადაგშია და მოსავალშიც სწორედ ნიადაგიდან მოხვდა.

ლისტერიას ბაქტერიები ადამიანის სხეულში ლორწოვანი გარსიდან ან დაზიანებული კანიდან ხვდება. ლისტერიოზს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ცხელება, ანგინა, თავის ტკივილი, სისუსტე, ლიმფური კვანძების გადიდება, სისხლში ლიმფომონოციტოზი, ზოგ შემთხვევაში – სეფსისი.