ავსტრალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ავსტრალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავსტრალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის, რეკორდულად მაღალი, 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში 11 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ვიქტორიას შტატშია, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 75 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში შტატის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვიქტორიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის 7 800 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 104 ადამიანი.