ავსტრალიაში ძლიერი ხანძრის შედეგად მოხალისე მეხანძრე დაიღუპა
ავსტრალიაში ძლიერი ხანძრის შედეგად მოხალისე მეხანძრე დაიღუპა

ავსტრალიაში, ძლიერი ხანძრის შედეგად მოხალისე მეხანძრე დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი კი დაშავებულია.

ქვეყნის ხელისუფლებამ ქალაქ მელბურნის ხუთი უბნის მცხოვრებლებს მოუწოდა, დატოვონ საცხოვრებელი სახლები.

ქალაქის ცენტრიდან 16 კილომეტრში, ცეცხლი სახლების მიმართულებით გავრცელდა. ხანძარმა 1000-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

ამჟამად ცეცხლის გავრცელება შეჩერებულია. მელბურნში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.

მაღალ ტემპერატურას ძლიერი ქარი ახლავს თან, რაც ცეცხლის ჩაქრობას ართულებს.

დატოვე კომენტარი