ავსტრალიაში დააპატიმრეს კარდინალი ჯორჯ პელი, რომელიც მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
ავსტრალიაში დააპატიმრეს კარდინალი ჯორჯ პელი, რომელიც მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

ავსტრალიაში დააპატიმრეს კარდინალი ჯორჯ პელი, რომელიც მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მელბურნის სასამართლომ გამოიტანა. მანამდე ჯორჯ პელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისთვის განაჩენის გამოტანა 13 მარტს იგეგმება.

პროკურატურის ცნობით, ჯორჯ პელს 50-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კარდინალი ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებს გეგმავს.

სასამართლომ დაადგინა, რომ 1996 წელს ჯორ პელმა სექსუალურად იძალადა მელბურნის ტაძრის მომღერალთა გუნდის ორ წევრზე, 12-13 წლის ბიჭზე. პელის წინააღმდეგ ჩვენება მხოლოდ გუნდის ერთმა წევრმა მისცა, რადგან მეორე 2014 წელს გარდაიცვალა.

ჯორჯ პელი კათოლიკური ეკლესიის ყველაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირია, რომელიც სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს. ჯორჯ პელი 2001 წლიდან სიდნეის არქიეპისკოპოსი იყო. 2003 წელს მას კარდინალის წოდება მიენიჭა. 10 წლის შემდეგ კი პელი რომის პაპ ფრანცისკეს მრჩეველი გახდა. ის ასევე ვატიკანის ხაზინადარის ფუნქციას ასრულებდა.