ავსტრალიაში ჩინეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეს ახალი კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა
ავსტრალიაში ჩინეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეს ახალი კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენის აეროპორტში ჩინეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეს ახალი კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა. მგზავრი კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ესბიესი“ ავრცელებს.

ჟურნალისტების ცნობით, იზოლირებული ავსტრალიის მოქალაქეა. ის ამჟამად სახლში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას გადის. როგორც ავსტრალიელი ექიმები აცხადებენ, მოქალაქეს კორონავირუსის ნიშნები ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგინეს.

ავსტრალიის პრემეირ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობის საშიში ვირუსისგან დასაცავად უახლოეს ხანში დამატებით ზომებს მიიღებენ. მანამდე ავსტრალიის მთავრობამ ექიმები გააგზავნა ყველა იმ აეროპორტში, რომელშიც რეისები ჩინეთის ქალაქ უხანიდან სრულდება.

ამჟამად ქალაქ უხანის საავადმყოფოებში 169 ადამიანი რჩება. 35 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

ახალი სახიფათო კორონავირუსი თავდაპირველად სწორედ ქალაქ უხანში გაჩნდა. ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება.