ავსტრალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

10:37, 01.11.2020

ავსტრალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 9 ივნისის შემდეგ პირველად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ავსტრალიაში კორონავირუსის 27 595 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულია 907 ადამიანი.

მსგავსი