ავსტრალიაში ავტომობილი დაიწვა, ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ავსტრალიაში ავტომობილი დაიწვა, ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ავსტრალიაში ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ტრაგედია ქალაქ ბრიზბენში მოხდა.

ხანძრის დროს ავტომობილში მყოფი ერთი ქალი დაშავდა. ის უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სხეულის შედარებით მსუბუქი დამწვრობები მიიღო ასევე ერთმა მამაკაცმა, რომელიც ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობდა.

ავტომობილში ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა როგორც თვითმხილველები ყვებიან, ავტომობილში მყოფი ქალი, რომელმაც მანქანიდან თავის დაღწევა შეძლო, ყვიროდა, რომ მამაკაცმა მას ბენზინი მიასხა.