ავსტრალიაში 1939 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერი სიცხეა
ავსტრალიაში 1939 წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერი სიცხეა

ავსტრალიაში ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სიცხეა.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ჰაერის ტემპერატურა, 47.3 გრადუსი ცელსიუსით დააფიქსირა, რაც 1939 წლის შემდეგ პირველი შემთხევაა.

მოქალაქეთა ნაწილი სიცხესთან გამკლავებას სანაპიროსა და საცურაო აუზებზე ცდილობს.

გადახურების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება არაერთ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის ცისფერ მთებში ლაშქრობაში წასულ ფრანგ ტურისტს.

ანომალიურმა სიცხემ ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა და შუქნიშნების პარალიზება გამოიწვია.